პროექტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი


პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა თბილისის მოქმედ საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში და პროექტი მხოლოდ 12 კვირაში დასრულდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების სრული დაცვით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
• ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები
• საფარის განახლება და გამაგრება
• საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა
• სანათებისა და სანავიგაციო სისტემების განახლება
• სადრენაჟო და წყალარინების სისტემების მოწესრიგება
• მაღალი დატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური საფარის მოწყობა




