პროექტი
ნარეკვავი–მცხეთის საავტომობილო გზა


პროექტი ითვალისწინებს ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და სატრანსპორტო კავშირს მიმდებარე დასახლებებთან.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება:
• არსებული გზის საფარის რეაბილიტაცია
• ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის დაგება
• წყალარინების სისტემების მოწესრიგება
• გზის სავალი ნაწილის გამაგრება
• საგზაო უსაფრთხოების ელემენტების მოწყობა
• გზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა





